მსოფლიო
ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიულობით, თუმცა მის იზოლირებას არ გეგმავს
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური თავდასხმის შემდეგ ნატო არ ისახავს მიზნად რუსეთის იზოლირებას, თუმცა ალიანსს მოუწია ზომების მიღება მოსკოვისადმი უკმაყოფილების გამოსახატად. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოტავაში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ, რომ უკეთესი ურთიერთობები დავამყაროთ რუსეთთან, რადგან ის ჩვენი მეზობელია, რუსეთი უნდა დარჩეს. ჩვენ არ ვისახავთ მიზნად რუსეთის იზოლირებას“, -თქვა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი შეშფოთებულია, რომ რუსეთი უფრო აგრესიული გახდა, რასაც ცხადყოფს ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი არეულობა, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერა და ჩარევა სხვა ქვეყნების საქმეებში.
„სწორედ ესაა მიზეზი, რატომ ჰქონდათ ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ასეთი რეაქცია სოლსბერის თავდასხმის შემდეგ. რადგან ეს ერთეული შემთხვევა არაა. ეს თავდასხმა იმ ქცევის ფონზე მოხდა, რომელსაც რუსეთისგან ვაკვირდებით მრავალი წლის განმავლობაში“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.
წინა კვირას ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის მისიის 7 დიპლომატი გააძევა და დელეგაციის შემადგენლობა 30-დან 20 კაცამდე შეამცირა.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

