არქივი
პოლიტიკა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ადამიანური ტრაგედიები გულთან ახლოს დიდად რომ არ მიაქვთ, ეს უკვე ყველას ნანახი გვაქვს - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.
„მართლაც არის პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებიც ჟღერდება. ალბათ, უკვე ძნელია, სხვანაირი მოთხოვნები იყოს, რადგან მთავარი პროკურორი გადამდგარია, საგამოძიებო კომისია შექმნილია, გამოძიება ბოლომდე მივა და უნდათ, პროცესი პოლიტიკური მოთხოვნებით გაგრძელდეს. ბუნებრივია, ამის გამოყენებას განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს. მათ ადამიანური ტრაგედიები გულთან ახლოს დიდად რომ არ მიაქვთ, ეს უკვე ყველას ნანახი გვაქვს და ძალიან კარგად ვიცით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მან აღნიშნა, რომ მთავარია, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ახალი მთავარი პროკურორის მიმართ. ჩუგოშვილის შეფასებით, არასწორი იქნება, თუ სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს და გაითვალისწინებს „არალეგიტიმურობაში გადასულ“ მოთხოვნებს.
„სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რაც ლეგიტიმურია. არალეგიტიმურობაში გადადის ის, რაც ისმის. მათ შორის, სახელმწიფოს ჩამოშლა, დამხობა და ა.შ. მე ასეთი განცხადებები მოვისმინე, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია. ვიღაცებს უნდათ, რომ ქვეყანა და სახელმწიფო ჩამოიშალოს და ამას ვერც მალავენ, მაგრამ ეს არ მოხდება“, – უპასუხა ჩუგოშვილმა წამყვანის შეკითხვას, შეიძინა თუ არა პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებმა პოლიტიკური ელფერი, რადგან როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ახალი მთავარი პროკურორის არჩევის საშუალებას არ მისცემს, ის საზოგადოებრივი ჯგუფიდან უნდა შეირჩეს და ამავდროულად, ისმის განცხადებები, რომ მთავრობა უნდა გადადგეს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

