პოლიტიკა
,,ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოსგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს
,,ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომრისგან, თამარ ჟვანიასგან სამაგიდე სიების გადაცემას ითხოვს.
როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, ერთ-ერთ უბანზე გადაამოწმეს მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო ოქმში ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ იმყოფებოდნენ საქართველოში.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უამრავი ადამიანი, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, ან არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ატვირთულ ოქმებში ჩანს, რომ ეს ადამიანები თითქოსდა იყვნენ უბანზე. მაგალითად, ცაგერის რაიონის 21-ე საარჩევნო უბანზე ოქმის მიხედვით 33 ადამიანი არის სრულიად სიაში, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31-მა. ხოლო ჩვენ გვაქვს ათი ადამიანის მონაცემი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ადამიანების უმრავლესობა ან საერთოდ არ იმყოფებოდა ქვეყანაში, ან გახლავთ შეუძლოდ და მათთან არც გადასატანი ყუთი მიუტანიათ. ამ ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ვითხოვთ სამაგიდო სიების გადმოცემას. გვაქვს ასეთი ათობით, ასობით ოქმი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი