არქივი
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებმა გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და გიორგი თოფურიამ არჩევნებიდან კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიას მიმართეს.
ცესკო-ში ადასტურებენ, რომ განცხადება მიიღეს, თუმცა განმარტავენ, რომ პროცედურულად გადაწყვეტილება დაგვიანებულია.
როგორც ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განმარტა, რეგისტრაციიდან მოხსნის ვადები დასრულებულია, შესაბამისად, ეს ოთხი პირი ბიულეტენში დარჩება.
„4 პირის განცხადებაა შემოსული. აქედან სამი არის მაჟორიტარი კანდიდატი, თან პარტიულ სიაში, ერთი კი, მხოლოდ პარტიულ სიაში. რეგისტრაციიდან მოხსნის ვადები დასრულებულია. ჩვენ უბრალოდ განაცხადი მივიღეთ, დავარეგისტრირეთ. ბიულეტენის ტექსტში ეს ხალხი ჩვეულებრივ შევა და ჩვეულებრივ მიიღებენ მონაწილეობას. ხმების დაგროვების და ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებიან არჩეულები“,- განმარტა მესხმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

