უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 დეკემბერი, 2018 13:35
font-size

ნაზი ჯანეზაშვილი პროტესტის ნიშნად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სიმბოლურად თავის ახალშობილ შვილთან ერთად მივიდა. ამ ფორმით ჯანეზაშვილმა სასამართლო სისტემის ჩაკეტილობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ მას არ სურს, მომავალმა თაობამ არსებული სასამართლო სისტემის პირობებში იცხოვროს.

ჯანეზაშვილის განცხადებით, დახურული მმართველობის სისტემა უნდა შეიცვალოს, რათა უზენაესი სასამართლო „ჩინჩალაძის კლანის ხელში უვადოდ“ არ აღმოჩნდეს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის განმარტებით, თუ საბჭომ დახურული მმართველობის სისტემა არ შეცვალა, 25 წლის შემდეგ მისი შვილების თაობასაც ისევ სასამართლო რეფორმაზე მოუწევთ მუშაობა და ისევ იმავე კლანს დაუპირისპირდებიან, რომლიც დღეს სისტემას მართავს.

„ამიტომ მოვედი დღეს ჩემს შვილთან ერთად აქ, რომ დღეს არის დღის წესრიგში შეტანილი საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევას და მე მინდა მოვუწოდო იუსტიციის საბჭოს, რომ ისინი შესაძლებელია, დღეისთვის ცდილობენ, რომ თავის თანამდებობები გაიმყარონ და შეიძლება ცდილობენ, რომ უზენაესშიც გაიმყარონ თავის პოზიციები, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე და მე ნამდვილად არ მინდა, ჩემი შვილი ცხოვროებდეს იმ ქვეყანაში, სადაც 25 წლის შემდეგად მათ თაობას მოუწიოს, რომ ჩინჩალაძის კლანს ებრძოლოს“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილმა წინა სხდომაზე საბჭოს შესთავაზა პროექტი, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებდა. პროექტის მთავარი მიზანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსის წესით არჩევა იყო. ჯანეზაშვილის თქმით, საბჭოს წევრებმა მისი პროექტი ჩააგდეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენის შესახებ მსჯელობს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი