მსოფლიო
ნევადას შტატში „გართობის მიზნით“ მარიხუანას შეძენა შესაძლებელი გახდა
ამერიკის ნევადას შტატში მარიხუანას გაყიდვა დაიწყო.
ნევადა მეხუთე ამერიკის შტატია, სადაც მარიხუანას „გართობის მიზნით“ გაყიდიან.
Associated Presse-ს ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში, აღნიშნულ რეგულაციას შტატის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა.
სააგენტოს ინოფრმაციით, ამიერიდან, შტატის მცხოვრებლებს, რომლებსაც 21 წელი შეუსრულდათ, პირადობის დამადასტურებელი საბუთით შეეძლებათ 28,3 გრამის მარიხუანას შეძენა.
მარიხუანას გამოყენება მხოლოდ სახლში იქნება შესაძლებელი, რადგან საზოგადოებრივ ადგილებში მისი მოწევა შტატში აკრძალულია.
ამჟამად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა „გართობის მიზნით“ შესაძლებელია ვაშინგტონის, ორეგონის, კოლორადოსა და ალიასკას შტატებში.
სამედიცინო მიზნით, კი მარიხუანას გაყიდვა ლეგალიზებულია ამერიკის 19 შტატში, ასევე ამერიკის დედაქალაქში ვაშინგტონში.
მონიკა დავლიანიძე
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

