უკან

მსოფლიო

3 მაისი, 2018 16:35
font-size

ნიკოლ პაშინიანი ხელახლა წარადგინეს სომხეთის პრემიერობის კანიდატად, მას პარლამენტის მესამედზე მეტი უჭერს მხარს

სომხეთის ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქცია „ელქმა“ [გამოსავალი] 41 ხელმოწერით პრემიერობის კანდიდატად ნიკოლ პაშინიანი წარადგინა.

წარდგენამდე ფრაქციის წარმომადგენელმა არარათ მირზოიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ ხელმომწერთა შორის არიან საპარლამენტო ფრაქცია „დაშნაკცუტუნისა“ და „ცარუკიანის“ ბლოკის წევრები.

სომხეთის ეროვნულ კრებაში პრემიერის ხელახალი არჩევნები 8 მაისს გაიმართება.

1 მაისს ჩატარებულ არჩევნებში პარლამენტის უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი პრემიერობის ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკოლ პაშინიანს. მან ვერ დააგროვა საჭირო 53 ხმა. პრემიერობის ერთადერთ კანდიდატს ეროვნული კრების 45-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო მმართველი ფრაქცია სომხეთის რესპუბლიკური პარტიის 56-მა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა.

კენჭისყრის მომდევნო დღეს პაშინიანის ხელმძღვანელობით ქვეყანაში მასშტაბური გაფიცვა გაიმართა. ათი ათასობით ადამიანმა მაგისტრალები და სარკინიგზო მოძრაობა გადაკეტა, პარალიზებული იყო მეტრო.

2 მაისს მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში განაცხადეს, რომ თავისი კანდიდატი არ ეყოლებათ და იმას მისცემენ ხმას, ვისაც პარლამენტართა მესამედის (35 ხელმოწერა) მხარდაჭერა ექნება. უმრავლესობაში აღნიშნეს, რომ „8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება“.

მმართველი ფრაქციის პოზიციის გამო პაშინიანმა აქციები შეაჩერა. 2 მაისს გამართულ მასშტაბური საპროტესტო მიტინგზე პაშინიანმა განმარტა, რომ მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით ის შეხვედრებს გამართავს ეროვნულ კრებაში.

თუკი 8 მაისს ისევ ვერ აირჩევენ პრემიერ-მინისტრს, სომხეთის პრეზიდენტი იძულებული გახდება, პარლამენტი დაითხოვოს და 30-45 დღის განმავლობაში დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ