უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 აგვისტო, 2018 15:15
font-size

ნინო გვენეტაძის გადადგომა ციანიდის საქმეზე მიღებულ განჩინებასთან ძალიან ახლოს არის, ეს ბუნებრივად აღძრავს კითხვებს - სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება.

სალაძის განცხადებით, ნინო გვენეტაძის გადადგომა უზენაესი სასამართლოს მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ძალიან მოკლე დროში მოხდა.

„ის, რომ დროში ეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მიღებულ განჩინებასთან ძალიან ახლოს არის და პრაქტიკულად, მეორე დღეს ხდება ამის გაცხადება, ეს ბუნებრივად აღძრავს კითხვებს,“ - აცხადებს სულხან სალაძე.

საიას თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა შესაძლოა, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

„შეიძლება ამან გვაჩვენოს მორიგი რაუნდი პრეზიდენტს და პარლამენტს შორის დაპირისპირების. თუ პრეზიდენტმა, როდესაც გაიხსნება საშემოდგომო სესია, წარუდგინა კანდიდატი, რას იტყვის პარლამენტი, უბრალოდ, არ შეიტანს დღის წესრიგში, არ იმსჯელებს, თუ იმსჯელებს, დააყენებს საკითხს კენჭისყრაზე და არ დაუჭერს ან დაუჭერს მხარს. ამას ყველა შემთხვევაში ვნახავთ, ეს იქნება პირდაპირი განაცხადი იმისთვის, რომ დიდი ალბათობით, შეიძლება, ვიღაცისთვის იყოს ეს ადგილი გამზადებული,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ 5-თვიანი განხილვის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე უარი თქვა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი