მსოფლიო
ობამამ თურქეთი მოატყუა - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მაისში ის ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას გამართავს. - ამის შესახებ ერდოღანმა Al Jazeera-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-თურქეთის უერთიერთობები უფრო მტკიცე იქნება, ვიდრე წინა ადმისნიტრაციის დროს იყო.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ თურქეთი მოატყუა.
„პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ იგივე გააკეთოს,”- განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მას დოლანდ ტრამპმა დაურეკა და მიულოცა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საუბრისას განვიხილეთ, სირიასა და ერაყში მოვლენების განვითარება იყო. მაისში შეხვედრას ვგეგმავთ და ამ საკითხებზე პირისპირ ვიმსჯელებთ,“ - დასძინა ერდოღანმა.
მონიკა დვალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

