არქივი
პოლიტიკა
ოკუპაცია არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის- ქეთევან ციხელაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მცოცავი ოკუპაცია ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც ეზღუდება მიწაზე წვდომა ან ოჯახებთან დაკავშირება.
მინისტრის თქმით, ქართული მხარე გააგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების პოლიტიკას.
„ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ მიმდინარე ოკუპაციას ბოლო წლების განმავლობაში, რომელსაც აქვს პერიოდულად ისეთი გამოვლინებები, როგორიც არის ბანერების, მავთულხლართებისა თუ ბარიკედების აღმართვა საოკუპაცია ხაზის გასწვრივ. ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით გამოწვევა, არამედ ეს არის ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელსაც პრობლემები ექმნება მიწაზე წვდომის, ოჯახებთან კონტაქტის, სალოცავებსა და სასაფლაოებზე გასვლის. ეს არ არის იმ კონკრეტული ადამიანების პრობლემა, რომლებიც ცხოვრობენ მართულხლართებთან, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთლიანად რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქმე არ გვაქვს ერთ ბანერთან, ჩვენ გვაქვს საქმე სერიოზულ სამხედრო სიმძლავრეებთან, რომლებიც ამ ბანერების უკანაა განთავსებული.
შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკების, რომელიც თავის მხრივ დეოკუპაციას მოიცავს, არის ძალიან პრინციპული. პირველ რიგში ეს გულისხმობს საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ და ძალიან მტკიცე მობილიზებას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, დეოკუპაციის ამოცანების ირგვლივ, ჩვენი ყველა შეხვედრის ნომერ პირველი საკითხი დღის წესრიგში გახლავთ სწორედ საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა“, - განაცხადა ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

