უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2018 12:20
font-size

ოკუპაციისა და სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ეროვნული ამოცანა - მამუკა ბახტაძე

საქართველოს წინაშე დგას ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძე 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველას სურს, რომ ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება.

„საქართველოს წინაშე გვაქვს ორი მტკივნეული გამოწვევა, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით და ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ამ ყველაფრის მიღწევა არის რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში რეალური ცვლილებების განხორციელება დაიწყო 2012 წლიდან და მაქსიმუმი კეთდება სიღარიბის დასაძლევად.

„ყველა ჩემი წინამორბედი აკეთებდა მაქსიმუმს, რომ სიღარიბე სწრაფი ტემპებით შეემცირებინა და ამ თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. დაახლოებით 10 % -ით შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რჩება სიღარიბეში. მთავარ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი არის ეს, რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები დაგვეხმარება. სიღარიბე იქნება დაძლეული. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზას და ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე”, – განაცხადა ბახტაძემ.

ანგარიშის წარდგენას ესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

საკვანძო სიტყვები:

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ