არქივი
საზოგადოება
“ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად “
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გრიპის ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.
ნათელაშვილი მედიკამენტებზე ფასების აწევაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მთავრობა გრიპის ვირუსს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა და გრიპის ვირუსის სამკურნალო მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით უფასოდ დარიგდეს.
“საახალწლოდ ქვეყანას მოედო გრიპის ეპიდემია. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი. ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც გამოიყენა მილიონების საშოვნელად, შექმნა აფთიაქებში წამლის ხელოვნური დეფიციტი, მედიკამენტების გაყიდვა კი დაიწყო ხუთმაგად და ათმაგად გადიდებულ ფასებში. მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვ, კონსტიტუციის თანახმად მთელს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მედიკამენტების გაცემას და მკურნალობას სრულიად უფასოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას, სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩავლამდე,“ - აცხადებს ნათელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი
19 ნოემბერი, 2025 , 08:47
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერი, 2025 , 15:57
მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
18 ნოემბერი, 2025 , 15:28
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
18 ნოემბერი, 2025 , 13:58
მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
18 ნოემბერი, 2025 , 12:02
ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
18 ნოემბერი, 2025 , 11:47

