უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 აპრილი, 2019 12:28
font-size

“ომეგა ჯგუფი“ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ომეგას“ თამბაქოს წარმოება აუქციონზე აღარ გაიყიდება - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის არბიტრაჟმა შეაჩერა.

ამასთან დაკავშირებით “ომეგა ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს:

„სექტემბრიდან ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა თუ რა წნეხისა და მრავალმხრივი უკანონო შეტევების პირობებში უწევს ომეგა ჯგუფს მუშაობა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ომეგა ჯგუფისა და მისი მფლობელი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ მმართველობის ყველა ფორმალური სახელისუფლებო განშტოებისა და არაფორმალური მმართველობის მხრიდან ხორციელდებოდა ფართომაშტაბიანი შეტევა.

ამგვარი უკანონო მოქმედებების მიზანი დასაწყისიდანვე იყო ზაზა ოქუაშვილის ბიზნესისა და მის მფლობელობაში არსებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იბერიას“ დაუფლება სახელისუფლებო ძალადობის გზით.

პირადი ანგარიშსწორების რეალური საფრთხის მიუხედავად, ზაზა ოქუაშვილმა კორუფციასა და გამოძალვაში ამხილა საქართველოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. სრული კრახით დასრულდა მმართველი პარტიის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის დეკლარირებული მხარდაჭერის იძულების მცდელობა. ომეგა ჯგუფის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქცა საქართველოს დამოუკიდებელი მედია საშუალებების, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, ევროპრალამენტარებისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმანეტის ყოველწლიური ანგარიშის განხილვის თემად. გამოძალვის შესახებ წერდა ცნობილი დიდი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფიც“.

ამის მიუხედავად, კვლავ გრძელდებოდა მიზანმიმართული უკანონო შეტევა ზაზა ოქუაშვილსა და მის ომეგა ჯგუფზე.

დღემდე პარალიზებულია საწარმო, მაუწყებლობა შეწყვეტილი აქვს ტელეკომპანია “იბერიას” და უმუშევრადაა დარჩენილი 1500-მდე ადამიანი.

კომპანიის ხელოვნურად გაჩერება არ აღმოჩნდა საკმარისი: ა.წ 22 თებერვალს მივიღეთ შეტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროდან. წერილით გვეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „ოჯთ“-ის მთლიანი ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე.

ა.წ 22 მარტს, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მიმართა სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს შუამდგომლობით, რომ შეჩერებულიყო ქართული სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

სტოკჰოლმის საერთაშორისო სასამართლოს საგანგებო მოსამართლის გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალა საქართველოს სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ასევე, საქართველოს მხარეს დაეკისრა საერთაშორისო სასამართლოს ბაჟის, იურიდიული ხარჯისა და მათზე ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსის მიხედვით დარიცხული 2%-იანი სარგებლის კომპენსაცია ზაზა ოქუაშვილის სასარგებლოდ.

სტოკჰოლმის საგანგებო არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა საქართველოსათვის.“ - ნათქვამია „ომეგა ჯგუფის განცხადებაში.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს შენახვის 28 ფაქტი გამოვლინდა

26 მაისი, 2020 , 15:15

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 18 მაისიდან 24 მაისის ჩათვლ

ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

25 მაისი, 2020 , 20:35

ლეიბორისტული პარტიის წვერის, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამ მომენტისათვის, ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დაწესებულებიდან გათავისუფლებულია. ცნობილია, რომ პროცესი 10 ივნისს ჩაინიშნა. ცნობისთვის, ჩხარტიშვილი

ჯარიმის ან საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე, თბილისის ტერიტორიაზე პარკირების წესებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს

25 მაისი, 2020 , 17:56

ჯარიმის ან შესაბამისი საურავისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც 2018 წლის 10 აპრილამდე, დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს. საუბარია &bd

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

25 მაისი, 2020 , 17:48

პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ წევრებს ბართლომე შელიასა და დავით ღურწკაიას ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნი

ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

25 მაისი, 2020 , 16:17

დღეს, ვაზისუბანში, ალუბლების ბაღში უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ლეიბორისტული პარტიოს ერ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. როგორც ამ წუთებში ჩვენთვის ცნობილია, ნახევარ საათში გადაიყვანენ თბილისის ს

20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულებს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსს კვლავ არ ანიჭებს - საია

25 მაისი, 2020 , 11:35

თბილისი. მედიანიუსი. 25.05.20. პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას