უკან

სამართალი

7 მარტი, 2017 18:00
font-size

,,ომეგა ჯგუფის’’ საკითხზე გამოძიება კვლავაც გრძელდება - პროკურორი

,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალ კომპანიების წილების დათმობის მიზნით კომპანიების ხელმძღვანელობაზე განხორცილებეულ ზეწოლასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავაც მიმდინარეობს.

ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს “იბერია ტვ”-ს საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა, რომელზეც ბრალდების მხარის მოწმე, ირაკლი ბათიაშვილი დაიკითხა.

საუბარია 2003-2004 წლებში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიების წილების გადაფორმების მიზნით ზაზა ოქუაშვილზე ზეწოლის საკითხზე.

როგორც ტელეკომპანია ,,იბერიას’’ საქმეზე გამართულ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა, ზეწოლას ზაზა ოქუაშვილზე შუამავლების, კერძოდ კი, ბადრი პატარაკაციშვილისა და ქიბარ ხალვაშის საშუალებით სავარაუდოდ, ახორცილებდნენ ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი.

,,ზაზასთან იყო მისული ქიბარ ხალვაში და ისიც არწმუნებდა, რომ კარგი იქნებოდა, მისთვისვე კომპანიების საკონტროლო პაკეტი გადაეფორმებინა. მითხრა, ვანო მერაბიშვილისგან და ირაკლი ოქრუაშვილისგან არის მგონი მოსულიო. ვერ მივხვდი, ეს მისი ეჭვი იყო, თუ ზუსტად იცოდა. ის სთავაზობდა, რომ დაეთმო ჰოლდინგის საკონტროლო პაკეტი და მათ შორის იბერია ტვ-ის ლიცენზია. ზაზამ უარი უთხრა და მას შემდეგ, ხალვაში აღარ მისულა მასთან’’, - აღნიშნა მოწმემ.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთ შეხვედრას ზაზა ოქუაშვილთან, იქ აღინიშნა, რომ ჩამონათვალში, ვისზეც უნდა გადაფორმებულიყო წილები ნახსენები იყო მიხეილ საკაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი.

,,ჩამონათვალში იყო ბეჟუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილიც ფიგურურებდა, მგონი, თავად ბადრიც და მგონი, ირაკლი ოქრუაშვილიც ფიგურირებდა’’, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

თავის მხრივ, როგორც პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ აღნიშნა, „იბერია ტვ“-ს ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი ,,ომეგა ჯგუფის’’ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებიდან.

,,მოწმე ირაკლი ბათიაშვილმა სასამართლოს წინაშე დაადასტურა ორი ფაქტი, ერთი - ,,ომეგა ჯგუფის’’ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ კი, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლებზე ისაუბრა. ზაზა ოქუაშვილს იმჟამინდელი ხელისუფლება აიძულებდა, რომ დაეთმო ,,ომეგა ჯგუფის’’ საკონტროლო პაკეტი 51%-იანი წილი, რომელიც საბოლოო ჯამში 65 %-ად გარდაიქმნა.

რაც შეეხება თვითონ გახმაურებული პიროვნებების სახელებს და გვარებს, რომელიც გაჟღერდა ,,ომეგა ჯგუფის’’ საკითხთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ამ გამოძიებიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სწორედ ,,იბერია ტვ’’-ის ნაწილში სისხლის სამართლის საქმე და ამ ნაწილში ბრალი წარდგენილი აქვთ იმ დროინდელ გენერალურ პროკურორ, ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს’’, - განაცხადა პროკურორმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი