უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
ომის ვეტერანები სასამართლო სარჩელისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟისგან უნდა გათავისუფლდნენ - „სოციალ-დემოკრატიული პარტია“
გია ჟორჟოლიანის მიერ ინიცირებული კანონპროქტის მიხედვით, ომის ვეტერანები სასამართლოსთვის ნებისმიერი ტიპის სარჩელით მიმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ.
„სოციალ - დემოკრატიული პარტიიდან“ ინფორმაციით, 2 მარტს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილების კანონპროექტი განიხილა.
სოციალ–დემოკრატების თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ომის ვეტერანების მიმართ მორალური მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულება იქნება.
„საკუთარი უფლებების დაცვისთვის სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მათთვის ბარიერი არ უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანაში ომის ვეტერანების სოციალური მდგომარეობა მძიმეა და ჩვენ ვაპირებთ აქტიურად ვიმუშაოთ მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


