უკან

პოლიტიკა

12 ივლისი, 2017 14:55
font-size

ოპოზიციის ერთი ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, ხოლო მეორე ნაწილი - რუსების მიზანს - მიხეილ ჯანელიძე

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებას, რომ ერთობლივად, რაციონალურად და სპეკულაციების გარეშე შეეწინააღმდეგოს რუსულ აგრესიას.

მინისტრის თქმით, თუ ოპოზიციის ერთი მხარე ცდილობს, შეუწყოს ხელი რუსულ პროვოკაციებს, მეორე მხარე რუსეთის მიზნებს ემსახურება.

„მას შემდეგ, რაც ყველა საერთაშორისო ფორმატში განიცადეს მარცხი და საქართველოს პოზიციები ყველგან არის ძალიან მყარად მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ისინი აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა საქართველოს მთავრობა ამოაგდონ წარმატებული სვლის რითმიდან.

ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით რას აკეთებს ოპოზიცია: ერთი ნაწილი ოპოზიციის ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსულ პროვოკაციებს, მოგვიწოდებს რა, დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკას, რასაც ისინი ახორციელებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და შედეგად მივიღეთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს, ხელი შეუწყოს რუსების მიზანს, დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, პირდაპირი დიალოგით თითქოს შესაძლებელია პრობლემების მოგვარება.

აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ შევეცადოთ, მაქსიმალურად ცივი გონებით, შიდა პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე შევაფასოთ არსებული რეალობა და შევეცადოთ, ერთად შევეწინააღმდეგოთ აგრესიას ჩვენი სიმტკიცითა და ჩვენი განვითარებით შევძლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბევრ სირთულეს, ჰიბრიდულ საფრთხესა და რისკს გავუმკლავდეთ ერთობითა და გაწონასწორებული პოლიტიკით. მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის, ისევე როგორც შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყნის გამთლიანება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ყველა საელჩო, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ამ რეალურად ძალიან რთულ მოცემულობაში, როგორიც ჩვენს რეგიონშია და ასევე მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ შევძლოთ აგრესიისადმი გამკლავება და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ერთობას მოუტანს“, - განაცხადა ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე