უკან

პოლიტიკა

12 მარტი, 2018 16:35
font-size

ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის მიმართავს.17-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთობლივ სარჩელს მოაწერა ხელი, სადაც კონკრეტული ფაქტების შესწავლასა და არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვენ.

ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისადმი რეკომენდაციების გაცემას მოითხოვენ, რაც, შესაძლებელია, ხმების ხელახლა გადათვლას გულისხმობდეს.

სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე ხელმომწერთა შეფასებით, მმართველმა გუნდმა თავისი ქმედებებით შეძლო და მთელი ოპოზიციური სპექტრი გააერთიანა მის წინააღმდეგ. ხელმომწერთა შორის საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც არიან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უახლოეს დღეებში შევა.

„ამ წუთიდან, დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე, ერთადერთი ქვეყანაა, საქართველო რომლის ხელისუფლება აღიარებს საკუთარ თავს და მას არ აღიარებს არც ერთი პოლიტიკური პარტია. ეს არის უნიკალური ფორსმაჟორული სიტუაცია და თუ დარჩა რეჟიმს პატარა ჭკუა და თვითგადარჩენის ინსტინქტი, დროა ჩაალაგოს ბარგი, დაგვემშვიდობოს და იფიქროს ძალაუფლების ხალხისათვის დაბრუნებაზე,“ -განაცხადა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა კი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავდაპირველად დარღვევები უნდა გამოავლინოს.

„სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენციიდან გამომდინარე, მან პირველ რიგში უნდა დაადგინოს დარღვევები, კანონის და უფლებათა დარღვევები. აქედან გამომდინარე, ის აძლევს ხელისუფლებას რეკომენდაციებს, ეს შეიძლება იყოს ძიების ჩატარება, ასევე გადათვლა და კომპენსაცია,“ - განაცხადა კუკავამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საზოგადოებას იმედი უნდა მიეცეს, რომ ქვეყანაში ხელისუფლებები არჩევნების გზით შეცვლის პრინციპი დამკვიდრდა.

„შეეშვან სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებას. მისცენ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში თავისუფლად აირჩიოს თავისი ქვეყნის მეთაური,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ცირა გურგენიძე

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ