სამართალი
ოთარ აბესაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებულ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, წარდგენილი ბრალის თანახმად, ოთარ აბესაძეს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, აგრეთვე გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა.
,,საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების კონსულტანტის თანამდებობაზე, მოქალაქეებს 3000 აშშ დოლარის სანაცვლოდ თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფის მოწყობის მიზნით, პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი შესაბამისი ნებართვების აღებაში დახმარება აღუთქვა. 2017 წლის 11 ივლისს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქრთამის სახით მოთხოვნილი 3000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები, კერძოდ, ოთარ აბესაძეს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 31 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება’’, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


