უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

26 მაისი, 2025 18:12
font-size

ოთხმა ქვეყანამ გააუქმა უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში დარტყმების შეზღუდვები - ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდი ბრიტანეთმა და აშშ-მ მოხსნეს ყველა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას უკრძალავდა რუსეთში სიღრმისეულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების მიყენებას. ამის შესახებ მან 26 მაისს გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის WDR Europaforum-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამიერიდან უკრაინას აქვს უფლება თავდაცვის მიზნით დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზეც. „ეს არის ფუნდამენტური, ხარისხობრივი ცვლილება უკრაინის ომის წარმართვაში. მანამდე კი, ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოიყენებოდა,“ — განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის — ქალაქებს, ბაგა-ბაღებს, საავადმყოფოებსა და მოხუცთა სახლებს. „უკრაინა ასეთ ქმედებებს არ მიმართავს, და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასე გაგრძელდეს მომავალშიც,“ — აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ნოემბერში აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად მისცა უკრაინას ნებართვა, გამოეყენებინა შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე. მედიის ინფორმაციით, საუბარი იყო ძირითადად კურსკის ოლქზე და ეს ნაბიჯი მიღებულ იქნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ომში ჩარევის საპასუხოდ.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებაში მოსვლამდე მერცი მკაცრად აკრიტიკებდა თავის წინამორბედს, ოლაფ შოლცს, უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმის გამო. მაშინ მერცი მოითხოვდა, რომ პუტინისთვის ულტიმატუმი წარედგინათ — თუ 24 საათში არ შეწყვეტდა ცეცხლს, უკრაინა ამ ტიპის იარაღს მიიღებდა.

თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მერცმა რიტორიკა შეცვალა და განაცხადა, რომ კონკრეტული შეიარაღების მიწოდების საკითხი მხოლოდ პარტნიორებთან შეთანხმებით გადაწყდება.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ