უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 ივლისი, 2018 13:17
font-size

ოზურგეთში საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილი ააფეთქეს

გვიან ღამით, ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქება მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში, ოზურგეთში, ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე მდგარ „მიცუბისის“ ფირმის ავტომანქანას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც მალევე იქნა ლიკვიდირებული. ავტომანქანის პირველადი დათვალიერებით, დადგინდა, რომ ავტომანქანის სალონი ნაწილობრივ არის დაზიანებული.

მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. გამოკითხულია დაზარალებული და ავტომობილს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ამავე კორპუსში მცხოვრებ კიღურაძეების ოჯახს ეკუთვნის.
ავტომობილის მფლობელები აფეთქების სავარაუდო მიზეზს ვერ ასახელებენ.

საკვანძო სიტყვები:

გუდაურში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:35

გუდაურში სამშენებლო კომპანია "რედკოს" საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ჩამონგრეულია ბეტონის მონოლითი, რომელიც პარკინგის ადგილზე იყო განთავსებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დ

ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

დუშეთში, ჟინვალის წყალსაცავიდან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოსა და მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს მაშველების მიერ, ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ ამოსვენებულია 1965 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარ

ჩვენ შევძლებთ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების დაინტერესებას, მოზიდვას და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციას - ალექსანდრე მოწერელია

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს მდებარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ რუხში ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბე

მიხეილ ბატიაშვილი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს

16 ნოემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ამჯერად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ უმაღლესი განათლების მიმართულებით და

მირდატ ქამადაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

16 ნოემბერი, 2018 , 14:05

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მირდატ ქამადაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიას კანონდარღვევასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. უფრო კონკრეტულად, დეპუტატის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის

დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 53-კმ106 (კორშა-შატილი) მ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`