უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 სექტემბერი, 2018 16:30
font-size

„პალიტრამედიის“ სტამბა „კოლორპაკში“ მთავარი პროკურატურა შევიდა

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა.

როგორც „პალიტრამედიას“ განცხადებაშია აღნიშნული, მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი).

“პალიტრამედია” აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, “პალიტრამედიას” ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.

ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.

“პალიტრამედია” ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ”, – აღნიშნულია „პალიტრამედიის“ განცხადებაში.

111 მოქალაქის კუთვნილი 10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა

14 ივნისი, 2024 , 12:11

პროკურატურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 111 მოქალაქის კუთვნილი 10 108 695 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 5 პირს ბრალდება წარედგინა.  უწყების ცნობით,&

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საგამოძიებომ პოლიციელი დააკავა

14 ივნისი, 2024 , 11:58

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საგამოძიებომ პოლიციელი დააკავა

14 ივნისი, 2024 , 11:58

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძი

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

14 ივნისი, 2024 , 09:33

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1962 წელს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 ივნისი, 2024 , 11:52

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე დაკავებულია 19 წლის მამაკაცი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელე

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა

12 ივნისი, 2024 , 11:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაცი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი