უკან

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 11:35
font-size

პანიკის საფუძველი არ არის - გიორგი გახარია

ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სიტუაციას სრულად აკონტროლებენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება.

„აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და სწორედ ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება - ისე, რომ ამ შემთხვევას, ფაქტობრივად, არ ჰქონია არანაირი შეხება ჩვენს მოქალაქეებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის თანმიმდევრულად ხორციელდება.

„პირველი ნაბიჯი გახლდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა, ამის შემდგომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, ირანიდან პირდაპირი ფრენების შეზღუდვაზე და ბოლოს, ჩვენ გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, ირანის მიმართულებით სახმელეთო მიმოსვლის დროებით შეჩერების თაობაზეც. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც გვაძლევს გარანტიას, ვმართოთ ეს პროცესი. ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა სრულად თანამშრომლობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ძირითადი რესურსი, ცოდნა და კომპეტენცია გამოყენებულია იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორები, როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე