უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
„პარტიზანმა მებაღეებმა“ ქავთარაძის ქუჩაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს
მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა ქავთარაძის ქუჩაზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს. მოძრაობის წევრის, ნატა ფერაძის განცხადებით, ამის შესახებ მათ მოქალაქეებმა მიაწოდეს ინფორმაცია. მისი თქმით, რა საფუძველზე მოჭრეს ხეები, ჯერჯერობით უცნობია, რადგან სამშენებლო ბანერი იმ ადგილას არ დგას.
„შემოგვივიდა შეტყობინება, რომ მიმდინარეობს ხეების ჭრა. მოვედით, უპირველეს ყოვლისა ის დარღვევა დავაფიქსირეთ, რომ არ არის სამშენებლო ბანერი, ანუ, არ ვიცით, ვინ აწარმოებს სამუშაოებს, რაზე აქვთ ნებართვა“, - განაცხად ფერაძემ.
თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის, ბექა მესხის განცხადებით, 4 წიწვოვანი ხის მოჭრაზე იყო გაცემული ნებართვა, თუმცა ნატა ფერაძის თქმით, ბევრად მეტი იყო მოჭრილი.
„მე და ერთ-ერმა პარტიზანმა მებაღემ მოვასწარით შესვლა. ჩვენ რომ მოვედით, გაიტანეს ორი უზარმაზარი სატვირთო მანქანა, „კამაზს“ რომ უწოდებენ, გამოტენილი ხეებით“, - განაცხადა ფერაძემ.
ანა მებურიშვილი