არქივი
პოლიტიკა
პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის - ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტზე
„ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა ურჩია საქართველოს პრეზიდენტს, კრიტიკაზე არაადეკვატურად არ უპასუხოს. ასე გამოეხმაურა პარლამენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ გაერთიანდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ნადირაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცდილობს ამ მეთოდით პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
„არაადეკვატური და ისტერიკული ტონით პასუხი კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ სტილია, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიკული ტონი გამოიყენა, როცა ჩვენ ის სრულიად სამართლიანად გავაკრიტიკეთ. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა, ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, 25 წლის ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და მის შვილებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა. როდესაც მას ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად არაადეკვატურ განცხადებას ისმენ, ეს არის ძალიან სამწუხარო. პრეზიდენტმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ ასეთი ფაქტები მომავალში აღარ გამეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიც, როცა მის მიერ შეწყალებულმა ნათესავებმა დანაშაული ხელახლა ჩაიდინეს. ასეთი შემთხვევების დროს პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის – ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა“, – თქვა დეპუტატმა.
გუშინ გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“.
ოპოზიციისა და უმრავლესობის კრიტიკა იმ ფაქტმა განაპირობა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ვეფხია ბაქრაძემ, რომელიც სასჯელს იხდიდა ოჯახის წევრისთვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე საკუთარი გერი მოკლა.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

