უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 მაისი, 2025 11:43
font-size

პატიმარი, რომელიც ახლობლების თქმით, ციხეში სასტიკად სცემეს, გარდაიცვალა - ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გლდანის მერვე დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას „პირველებს“ ვივა-მედის კლინიკური დირექტორი და პატიმრის ადვოკატი უდასტურებს.

პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ 46 წლის კაცი ციხეში სასტიკად სცემეს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მსჯავრდებულს მხოლოდ პატიმრები ვერ გაუსწორდებოდნენ. უფლებადამცველი ციხის ბადრაგების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოძიებას ითხოვს.

იოსებ გორგაძის სამედიცინო ცნობაში გლდანის მე-8 დაწესებულების თანამშრომლები წერენ, რომ პატიმარს ტვინის ინსულტი ჰქონდა. ამავე დოკუმენტში წერია, რომ მაშინ, როდესაც პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა გორგაძე ნახეს, ის საკანში, იატაკზე უგონოდ იწვა და ამბობდა მხოლოდ ერთ სიტყვას "არა". სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს გოგრაძე ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ კი კლინიკა "ვივა მედში".

მანამდე პეიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ დაზიანებები პატიმარმა წაქცევის შედეგად მიიღო, რაც ინტერესების დამცველი კატეგორიულად არ ეთანხმება.

„გამოძიება მიმდინარებს, დაახლოებით, 4 თვეა მაგრამ არანაირი შედეგი. არც ვინმესთვის ბრალი წაუყენებიათ, არც დაუკავებიათ და სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ დაწყებულა. პირიქიტ, გამოზიებას აქვს ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგაძე წაიქცა და მიიღო ეს დაზიანებები. თქვენ იცით, რომ მას აქვს თავის და სახის მიდამოებში, დაახლოებით, 30-ზე მეტი დაზიანება. წარმოუდგენელია, ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გააკეტებინათ ეს. მასში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწსებულების თანამსრომლების ხელი.

ინსულტის დიაგნოზით შეიყვანეს "ვივა-მედის" კლინიკაში. შემდეგ "ვივა მედის" კლინიკამ ამასთან დაკავშირებით გასცა ოფიციალური დოკუმენტაცია, მათ შორის, სამედიცინო ისტორია და ფორმა ასი, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ არანაირი ინსულტი ამ ადამიანს არ ჰქონდა, ინსულტის ნიშნებიც კი არ ჰქონდა,“ - ამბობს ადვოკატი მუხრან ღურწკაია.

ირკვევა, რომ გლდანის დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს კლინიკა "ვივა მედში" ხელი არ მოაწერეს. კლინიკის კლინიკური დირექტორი "პირველებთან" ღიად ამბობს, რომ პაციენტს ტვინის ინსულტი არ ჰქონია.

„ინსულტით კლინიკაში ნამდვილად არ ყოფილა. კლინიკის დიაგნოზი არის, რა თქმა უნდა, ის, რაც რეალურად იყო. ეს იყო ორი ტრავმა, მრავლობითი დაიზიანებები. პირველივე დღიდან კლინიკის მიერ გამოტანილი დიგანოზი არის და აღწერს დაზიანებებს. პაციენტს მთელი ამ ხნის განმავლობაშ უტარდებოდა აქტიური სამკურნალო საშუალებები, არაერთი ოპერაცია, მაგრამ მიუხედადავ ჩატარებული მკურნალობისა, სამწუხაროდ, დადგა ლეტალური შედეგი. 30 იანვარს არის შემოსული.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ეს არის მისი ძირითადი დაავადებებიდან გამომდინარე. ეს იყო თავის ტვინის ტრავმა და ლეტალური შედეგი განვითარდა თავის ტვინის ტრავმის შედეგად,“ - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

პატიმრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით, შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

იოსებ გორგაძე გასული წლის 24 ოქტომბერს წალკის გზაზე მომხდარი ავარიის საქმეზე იყო დაკავებული და ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იყო.

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ჩანიშნულ სასამართლოზე პატიმარი არ გამოცხადდა, ოჯახს შეატყობინეს, რომ შუახნის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

პატიმარი უმძიმესი დაზიანებებით "ვივა მედის" კლინიკაში 3,5 თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.

წყარო

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა