მსოფლიო
პენტაგონის ახალმა ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგთან საუბარში ალიანსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი
ამერიკის თავდაცვის უწყების ახალი ხელძღვანელი ჯეიმს მეტისი, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული სატალეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი ალიანს დიდ მნიშვნელოვბას ანიჭებს.
„ორმა ხელმძღვანელმა საერთო ღირებულებების მნიშვნელობა განიხილეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ამ ღირებულებების დაცვის დროს მოკავშირეების ძებნას ყოველთვის ევროპიდან იწყებს“,-განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა.
გარდა ამისა, პენტაგონის ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბარი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ მაიკ ფელონთანაც გამართა, რომლის მსცვლელობისას აღნიშნა, რომ „ამერიკა ნატოს მიმართ ურყევ დამოკიდებულებას“ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ნატო მოძველებული სამხედრო კავშირია, რომელმაც მნიშვნელობა დაკარგა. ტრამპი ამბობდა, რომ ალიანსი არაეფექტური ორგანიზაციაა, ევროპელი პარტნიორების შენატანი ალიანსში კი, საკმარისი არ არის.
ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკას ნატოს შენახვა ძვირი უჯდება და ქვეყანას ამის ფუფუნება აღარ აქვს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

