უკან
მსოფლიო
30 დეკემბერი, 2017 10:45
პეტერბურგის სუპერმარკეტში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში მდებარე სუპერმარკეტ „Перекресток“-ში მომხდარ აფეთქებაზე. ამის შესახებ იუწყება SITE Intelligence Group, რომელიც ახორციელებს ტერორისტების საქმიანობის მონიტორინგს.
აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც შენახვის კამერაში იყო მოთავსებული.
მომხდარიდან მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა, თუმცა მის განცხადებამდე საგამოძიებო კომიტეტი ამბობდა, რომ გამოძიება სიცოცხლის განზრახ ხელყოფის მუხლით მიმდინარეობდა.
ანა მებურიშვილი