უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2024 10:16
font-size

პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ - მამუკა ხაზარაძე

პირდაპირ მინდა მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ. ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით - გავიფიცეთ!, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იქნება გამაფრთხილებელი და ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი ხელისუფლებისთვის.

„2 000 ორგანიზაცია და ბიზნესკომპანია ერთად რომ დადგება და იტყვის, რომ ვითხოვთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს, რომ კრიზისი განიმუხტოს,, ეს არ არის უბრალო გაერთიანება - ახალი ბიზნეს საზოგადოება დაიბადა - თავისუფალი, მებრძოლი, რომელიც ყოველთვის ადგება და იტყვის თავის სიტყვას!

აქვე, პირდაპირ მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, რომ გამაფრთხილებელი, თუნდაც 2-საათიანი გაფიცვა მოვაწყოთ.

ერთდროულად ყველამ გააჩეროს თავისი საწარმო, გამოვიდეს გარეთ, ერთი წარწერით - გავიფიცეთ!

ეს იქნება გამაფრთხილებელი, ძალიან სერიოზულად დამაფიქრებელი, ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი გაფიცვა უკვე სხვანაირი შეიძლება იყოს.

ხელში უნდა იქნეს აღებული ყველა ძალაუფლება, იმიტომ, რომ ეს ხალხი, იგივე ე.წ. პრემიერი ბიზნესის გადასახადებით იღებს ფულს და აქეთ მოდის და გემუქრება, იმის ნაცვლად, რომ ხელის გულზე გატაროს.

მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ამ პროცესში ჩართული. მეგობრებო, მე არავის არაფერს ვაძალებ, მაგრამ მერე ძალიან გვიან არ იყოს, იმიტომ, რომ აქ საუბარი არ არის თქვენი კომპანიის კეთილდღეობაზე, აქ საუბარია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა, ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“ - ივანე ჩხაიძე

19 დეკემბერი, 2024 , 13:43

ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია,ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა. ჭარბობს კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“, - ამის შეს

TBC და საქართველოს ბანკი აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ

19 დეკემბერი, 2024 , 13:02

TBC და საქართველოს ბანკი აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად 5 მილიონ ლარს გამოყოფენ. აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესებსაც. "ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართვ

თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას - კახა ოქრიაშვილი

19 დეკემბერი, 2024 , 12:37

თუ ვინმე მცოდნე დააორგანიზებს გიგანტური საცივის და გოზინაყის მომზადებას რუსთაველის გამზირზე, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას და დავასპონსორებ ამ ღონისძიებას! - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ს

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

19 დეკემბერი, 2024 , 10:45

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას გარემოს

დღეს ნიკოლოზობა აღინიშნება

19 დეკემბერი, 2024 , 09:36

მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავადაც ქრისტიანულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა

18 დეკემბერი, 2024 , 17:28

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა