უკან

პოლიტიკა

5 ნოემბერი, 2018 10:40
font-size

პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია - გრიგოლ ვაშაძე

აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ეს სისტემა არაფერს დაბადებს გარდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა - გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში, საკუთარ მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ შეხვედრისას განაცხადა.

„აუცილებელია პოლიტიკური სისტემის შეცვლა. ეს სისტემა არაფერს დაბადებს გარდა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისა. ჩვენ ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ და ეროვნულ ტრადიციებსა და დასავლურ ფასეულობებზე დავაფუძნოთ. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული მთავრობა. აუცილებლად მივაღწევთ, რომ დაიწყოს იმ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, იმ ნაბიჯების გადადგმის მომზადება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვან დემოკრატიას ჩაუყრის სათავეს.

პირველი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც ერთი ადამიანი, ვინც დღეს პარლამენტშია და მთავრობაშია, არ იმსახურებს იქ ყოფნას. საჭიროა ერთი წარმომადგენელი მაინც იყოს ოპოზიციიდან მინისტრის თანამდებობაზე, რადგან ოპოზიცია არის ხელისუფლების წარმომადგენელი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საკვანძო სიტყვები:

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ