უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
სამართალი
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბელარუსის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბელარუსის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ე.ლ., 2000 წელს დაბადებული ვ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
22 ოქტომბერი, 2025 , 19:30
პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:39
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
22 ოქტომბერი, 2025 , 11:39
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 11:06
18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს
21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

