უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

1 მარტი, 2018 14:05
font-size

პოლიციამ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და ოპოზიციონერი დეპუტატები საკრებულოში არ შეუშვა

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე და საკრებულოს დეპუტატები „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ პოლიციამ საკრებულოს შენობაში არ შეუშვა, რასაც პროტესტი და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

შენობაში ბორჯომის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი იმყოფება. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, საკრებულოში მყოფი მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ წევრები ზეწოლას ახდენენ საკრებულოს დეპუტატებზე, რათა გუშინ მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე მიღებული გადაწყვეტილება ლეგიტიმურად იყოს ცნობილი.

პარალელურად მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

საკრებულოს შენობას დილიდან შსს-ის თანამშრომლები იცავენ.

გუშინ ბორჯომის საკრებულოში რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უნდა განხილულიყო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხი. თავდაპირველად საკითხი ჩავარდა, რადგან 26 დეპუტატიდან მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 11-მა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ხოლო 15-მა ოპოზიციონერმა საკრებულოს წევრმა არა. სწორედ ამან გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა საბოლოოდ ხელფასების საკითხი დამტკიცდა.

ანა მებურიშვილი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ

თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ