მსოფლიო
პოლონეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს
დიდი ბრიტანეთის შემდეგ რუს დიპლომატებს პოლონეთი გააძევებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პოლონეთის საგარეო უწყებამ უკვე აცნობა რუს ელჩს სერგეი ანდრეევს.
მანამდე იყო ცნობილი, რომ რუსული დიპლომატიური მისიის თავკაცი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ასევე რუსი ელჩები გამოიძახეს ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის საგარეო უწყებებში.
როგორც რუსულ მედიას წყარომ აცნობა, ევროკავშირის რიგი ქვეყნები განიხილავენ რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას, ან თავისი დიპლომატების გაწვევას რუსეთიდან.
რუსი დიპლომატების გაძევება უკავშირდება ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის სოლსბერიში მოწამვლას, რამაც რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მასშტაბური სკანდალი გამოიწვია. ლონდონმა უკვე გააძევა 23 რუსი დიპლომატი, რადგან დარწმუნებულია, რომ მოწამვლის უკან კრემლი დგას. რუსეთი ამას უარყოფს.
მომხდარის გამო ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე კავშირებს წყვეტს.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

