უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
მსოფლიო


პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ
პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს.
პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
დროებით დახურეს ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები.
„მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის საჰაერო საზღვრის მრავალჯერად დარღვევასთან. ობიექტების წინააღმდეგ არმიამ გამოიყენა იარაღი. მე მუდმივ კავშირში ვარ პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან. ოპერატიული სარდლისგან პირდაპირ მივიღე ანგარიში“, – წერია პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის მხრიდან რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა.
პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ და ნატო-ს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.
ამასთან, უშუალოდ რუსულ უპილოტოებზე სამხედროებიც არ საუბრობენ.
ამჟამად, უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტოები აღარ დარჩა, თუმცა, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე თავდასხმას. ბოლო წუთებში ლვოვიდან მოდის შეტყობინებები საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ.
გარდა ამისა, უპილოტოები აგრძელებენ მანევრებს კიევის რაიონში და უკრაინის სხვა ადგილებშიც.
საკვანძო სიტყვები:

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო
1 ოქტომბერი, 2025 , 10:20

დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
30 სექტემბერი, 2025 , 09:23

დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა - კიტ კელოგი
29 სექტემბერი, 2025 , 11:29

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა
11 სექტემბერი, 2025 , 09:58

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი
5 სექტემბერი, 2025 , 18:11

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით - დონალდ ტრამპი
3 სექტემბერი, 2025 , 10:00