უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 ოქტომბერი, 2017 13:55
font-size

პოროშენკო, წადი, ეს ულტიმატუმი არაა, ჩემი რჩევაა - მიხეილ სააკაშვილი კიევის მიტინგზე

ამ წუთებში კიევში, უკრაინის უმაღლეს რადასთან ოპოზიციური ძალები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები პარლამენტს შემდეგ პირობებს უყენებს: შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, შექმნას ანტიკორუფციული სასამართლო, მოხსნას დეპუტატებისგან ხელშეუხებლობა და საჯარო გახადოს პარტიული სიები. მიტინგი დილიდან იმართება. პარალელურად უკრაინის რადაში საპარლამენტო სხდომა მიმდინარეობს.

აქციაზე გამოვიდა მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილი. მან უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

„თუ დღეს პოროშენკო არ მოგვისმენს, მაშინ ჩვენ მოგვიწევს, სხვა ადგილზე გადავიდეთ. მოვუწოდებ კიეველებს, სამსახურის შემდეგ შემოგვიერთდნენ. თუკი არ მიიღებენ ხალხის სასარგებლო გადაწყვეტილებებს, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. მას კიდევ აქვს დრო! ეს ჩემი ულტიმატუმი არაა, რჩევაა“, -თქვა სააკაშვილმა.

Українські Новини-ის ინფორმაციით, აქციაზე 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა პოლიცია მხოლოდ 4.500 ადამიანზე საუბრობს.

„რადასთან მიმდინარე მიტინგზე 4500 ადამიანია, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობს. სამართალდამცავთა რაოდენობა არ შეცვლილა - უკრაინის ეროვნული პოლიციისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის 3.500 თანამშრომელია“, -თქვა ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშანკომ.

აქციები უმაღლეს რადასთან 17 ოქტომბერს დაიწყო.

ანა მებურიშვილი

სომხეთი: კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი პაციენტი

15 აგვისტო, 2020 , 12:50

სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 41 495-მდე გაიზარდა. გასული დღე - ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 3 ადამიანის სიცო

რუსეთი: კორონავირუსის 5 065 ახალი შემთხვევა, 114 გარდაცვლილი პაციენტი

14 აგვისტო, 2020 , 14:36

რუსეთში, ბოლო დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 912 000-ს გადააჭარბა. კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 114 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთ

სომხეთი: კორონავირუსის 276 ახალი შემთხვევა, 5 გარდაცვლილი პაციენტი

14 აგვისტო, 2020 , 14:29

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 276 ადამიანი დაინფიცირდა, 267 გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19&ld

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა

14 აგვისტო, 2020 , 14:22

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა. მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფ „ვორლდომეტრის“ ინფორმაციით, 14 აგვისტოს დილის მონაცემებით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 757 649 ადამი

ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოაჩინეს

13 აგვისტო, 2020 , 15:40

ჩინეთის ქალაქ შენჯენში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქალაქ შენჯენის დ

ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება

13 აგვისტო, 2020 , 15:10

ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tut.by ავრცელებს. მინსშკი ავტომობილების მძღოლების ნაწილმა ავტოპროტესტი მოაწყო. ჩელიუსკინელების პარკთან თეთ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე