უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ნოემბერი, 2018 17:10
font-size

პრემიერი ირლანდიის სენატის რეზოლუციაზე - ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის

ირლანდიის სენატის მხრიდან გამოხატული ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო ჩვენი ევროპელი და დასავლელი მეგობრებისთვის - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ირლანდიის სენატის მიერ ერთხმად მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია.

პრემიერმა ირლანდიის სენატს რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა გაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს ირლანდიის სენატმა ერთხმად მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენ მივესალმებით და დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს ამ რეზოლუციის მიღებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეგობარი ქვეყნის მიერ კიდევ ერთხელ მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ყურადღება არის გამახვილებული ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობასა და ვითარებაზე. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და კონკრეტულად, ჩვენს ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები სათანადოდ აფასებენ საქართველოს ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე და აღიარებენ იმ უმნიშვნელოვანეს პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საკვანძო სიტყვები:

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ