უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 15:00
font-size

პრემიერი MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება სხვა კომპანიების - Standard & Poor’s და Fitch-ის რეიტინგებშიც აისახება.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი - 3B, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და როგორც სუვერენული, ისე კერძო სექტორისგან კრედიტის მოზიდვა გაცილებით იოლი და იაფი გახდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად. მინდა, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად, 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების -შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody’s-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს - ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ძალიან რთულ მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას, რომლის განხორციელება წლის დასაწყისში დაიწყო, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, თავი დიდი წარმატებით გაართვა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ეკონომიკური შოკებს თუ ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს.
„ასეთი რყევები ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის. რა თქმა უნდა, რეიტინგის გაუმჯობესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კერძო ინვესტიციებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ა.შ. „ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ