არქივი
პოლიტიკა
პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ გამახსენა 2004 წელი, როცა „იბერიაში“ შემოვიდა სპეცრაზმი - ვახო ხუზმიაშვილი
ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კომენტარს მედიასაშუალებებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ. პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ვინმემ „საკუთარი ბიზნესი გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად“.
ხუზმიაშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება წააგავს 2004 წლის მმართველი გუნდის გამოხმაურებებს ტელეკომპანია „იბერიას“ დარბევის შესახებ.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, აღკვეთოს ზეწოლა „იბერიას“ ერთ-ერთ დამფინანსებელზე, ომეგა ჯგუფზე.
„პრემიერის დღევანდელმა განცხადებამ გამახსენა 2004 წელი, როცა აქ შემოვიდა სპეცდანიშნულების რაზმი, მაშინაც იძახდნენ, რომ ჟურნალსიტები ამოფარებული ჰყავთ ბიზნესს.
ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმეორებს 14 წლის წინანდელ განცხადებებს. არავის არავინ არ ჰყავს ამოფარებული. ჩვენ საკმარისი ინტელექტი და ცოდნა გვაქვს იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რა ხდება. ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტებმა, ჩვენ მივმართეთ , რომ აღეკვეთათ ის ზეწოლა, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფზე“ დ ამის საპასუხოდ მივიღეთ ასეთი განცხადებები და ესაა ყველაზე სამწუხარო.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართვცელოს ხელისუფლებას, რომ აღკვეთოს ის ქმედებები, რომლებიც მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფზე“, -განაცხადა ხუზმიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

