არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლელებებზე შეხვედრებს იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საკონსტიტუციო კომისიის წევრებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და პრესსპიკერმა დააანონსეს.
როგორც ცნობილია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტის სასახლეში ამ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებენ, მიზეზად კი, პარლამენტის პლენარულ სხდომას ასახელებენ.
საკითხთან დაკავშირებით გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ წერილი გამოაქვეყნა. უმრავლესობის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი არაკორექტული განცხადებების გაკეთების ნაცვლად კომისიის მუშაობაში თავიდანვე უნდა ჩართულიყო.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისვლას გეგმავენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადგან მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ეხება და მათი განხილვა პრეზიდენტთან აუცილებელია.
როგორ ცნობილია, საკონსტიტუციო კომისია, ახალ პროექტზე მუშაობის პროცესში პრეზიდენტის უფლებამოსილებების კორექტირებაზეც მსჯელობს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

