უკან

პოლიტიკა

2 აპრილი, 2018 11:45
font-size

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

ცნობისათვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა, ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან – რვა წლამდე.

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ