უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 აპრილი, 2018 14:50
font-size

პრეზიდენტის მიერ ვეფხია ბაქრაძის შეწყალება გამართლებული არ იყო - ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-ს მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში ვერ აღსრულდება, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას ასეთ დანაშაულთან მიმართებაში.

შესაბამისი განცხადებით მეზვრიშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ 25 წლის ქალის მოვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

“ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებით არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ შემაკავებელი ორდერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„შემაკავებელი ორდერი საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა იმისთვის, რომ მოძალადის ქცევის შეკავება და ძალადობის თავიდან არიდება მოახდინოს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის და როცა ასეთი შემთხვევებია, სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება - ეს იქნება დაკავება თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. შემაკავებელი ორდერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ მოძალადეები შევაკავოთ”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

როგორც მეზვრიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 1972 წელს დაბადებული ბაქრაძე 2015 წელს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით იყო დაკავებული, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში გუშინ დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი

12 იანვარი, 2026 , 17:34

ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას.  „ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებ

როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა

12 იანვარი, 2026 , 16:19

დარწმუნებული ვარ, ლევან სანიკიძეს ექნება დიდი მომავალი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არა ტრუსკავეცა მდინარაძის ჭორებით, დღის წესრიგით და კალენდრით, არამედ თავისი ღირსეული გადაწყვეტილებებით, – ამის შესახებ „ნაციონ

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის

12 იანვარი, 2026 , 14:47

ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ფავლენიშვილმა ა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი

12 იანვარი, 2026 , 14:26

თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნა პრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, სხვა ქვეყანაში რა

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე

9 იანვარი, 2026 , 13:04

როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - ჯანდაცვის სამინისტრო არ გადაურიცხავს რომელიმე კლინიკას კონკრეტულ თანხას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რო

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი

8 იანვარი, 2026 , 15:13

უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  პროცედურაა, რომ თავდაპირ