არქივი
პოლიტიკა
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ უნდა მოხდეს არც 2023-ში, არც 2053-ში - გიორგი ახვლედიანი
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, პრეზიდენტის უფლებები უნდა გაიზარდოს და გავრცელდეს პარლამენტზეც.
„ხელისუფლება წავიდა შემოვლითი გზით. გამოშიგნავს ახლა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მერე საზოგადოების წინაშე დადგება დილემა, რაღად გვინდა ასეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც არაფრის უფლება არა აქვს. ამიტომ, „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები კი არ უნდა შეიზღუდოს, ის უნდა გაიზარდის, სულ მცირე, საპარლამენტო ინციატივის უფლება უნდა ჰქონდეს მას, იმ უფლებების მიმართებაში, რაც აქვს. რა თქმა უნდა, არავითარი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ უნდა მოხდეს არც 2023-ში, არც 2053-ში“, - განაცხადა ახვლედიანმა საკონსტიტუციო კომისიის დაწყების წინ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მიმდინარე საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი განსახილველი თემა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესაძლო გაუქმებაა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

