უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2018 12:05
font-size

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ `წინანდლის პრემიის` დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ "2018 წლის წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. პრეზიდენტმა კონკურსის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.

"წინანდლის პრემია" საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მეოთხე წელია მისი პატრონაჟით და ზურაბ ჟვანიას სახელობის ფონდის მხარდაჭერით იმართება.

სწორედ ამ მხარდაჭერისა და წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტს პროექტის ორგანიზატორებმა მადლობის სიგელი გადასცეს.

ახალგაზრდა შემოქმედებისთვის პრემიის დაწესების იდეა 1998 წელს წინანდალში გაჩნდა. პროექტს თავიდანვე აქტიურად დაუჭირა მხარი პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის პატრონაჟით ხორციელდებოდა "წინანდლის პრემია". სწორედ ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისათვის ნინო ჟვანიას მადლობა გადაუხადა.

"დღეს ძალიან ამაღელვებელი და სევდიანი დღეა, რადგან ის ადამიანი ვინც ამდენი შექმნა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანისათვის ჩვენთან ერთად არ არის. ეს კონკურსიც და ეს პრემიაც მისი საქმის გაგრძელებაა და ყველას სახელით მინდა მადლობა გითხრათ, რომ ზურა ჟვანიას საქმეს ამ ემოციით და ასეთი სიყვარულით აგრძელებთ.

ძალიან ბევრს ვსაუბრობდით მე და ზურა პოლიტიკაზე და მუდმივად მეუბნებოდა, რომ უნდა ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. ის იყო ადამიანი, ვინც მე დამანახა ჩვენი რეალობა, დამანახა პოლიტიკა როგორც სიყვარული საკუთარი ქვეყნის, ეს ძალიან განსხვავებული ხედვა იყო. ის, რასაც ზურა მაჩვენებდა იყო სრულიად სხვა რამ, სხვა ხედვა პოლიტიკის, ეს იყო ხედვა საკუთარი ქვეყნის სიყვარულის და ამ სიყვარულის ქმედებაში განხორციელების . ეს არის სიყვარულო ერის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს ვითარებაში ახერხებს, რომ იყოს ლაღი , დამოუკიდებელი და თავისუფალი.

ეს ის ერია, რომელმაც უცნაურად გადაწყვიტა, რომ სხვისი დამწერლობით კითხვა არ უნდა და თავისი შექმნა. წარმოგიდგენიათ როგორი უცნაური გადაწყვეტილებაა. ამას არ აკეთებდნენ სხვები. ამ დამწერლობით შექმნა ლიტერატურა. ეს ის ერია, რომელმაც ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა შეგვეგრძნო მრავალჟამიერი, ვაჟა ფშაველა , სწორედ ამ აღტაცების პოლიტიკაში გადატანაზე მელაპარაკებოდა ზურაბ ჟვანია. პოლიტიკა, როგორც სიყვარული, არა სიძულვილი, არა დაპირისპირება , არა ომი, არა ნგრევა , არამედ რაღაცის სიყვარული და რაღაცის მიმართ საკუთარი თავის მიცემა, ეს ის არის რაც ზურამ პირველად დამანახა და შეიძლება ითქვას რომ ამის მერე არც მინახავს ასეთი პოლიტიკოსი, რომელიც ასე ხედავდა თავის მოღვაწეობას.

ეს კონკურსიც და ეს პრემიაც, ეს არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც ზურამ შექმნა ამ სიყვარულის გაგრძელებაა. მე მიხარია, რომ ჩვენ ყველანი თანამონაწილე ვართ ამ ემოციიის ამ პროცესის, მე მიხარია რომ ამ წლების განმავლობაში ამდენი განსაკუთრებული ადამიანი, ამ კონკურსის მეშვეობით წარსდგა უფრო ფართო საზოგადოების წინაშე. გისურვებთ ყველას წარმატებას და კიდევ ერთხელ მადლობას გიხსნით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმისთვის,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

20 ნოემბერი, 2025 , 15:17

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს. კონტროლი განხორციელდა 200-მდე ობიექტში. თევზის შესაბოლ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს გან

დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის- AI სტიპენდიის შესახებ და გაიგე როგორ მოიპოვო 100% იანი დაფინანსება

20 ნოემბერი, 2025 , 10:55

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდის

ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა იზრდება

19 ნოემბერი, 2025 , 17:32

2026 წლიდან ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობა გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ჯარიმები, რომლ

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი იცვლება

19 ნოემბერი, 2025 , 17:28

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესი იცვლება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ პირი ადმინის

ყველა პირი, რომელმაც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე თბილისში ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან პირობების დარღვევით განახორციელა, დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდება

19 ნოემბერი, 2025 , 17:26

პირები, რომლებმაც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე განახორციელეს ტაქსით მომსახურება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით, დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუ

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას ქმნის

19 ნოემბერი, 2025 , 16:26

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, მოსწავლეებისთვის მომავლის პროფესიების დაუფლების შესაძლებლობას ქმნის იმ არაერთი პროექტით, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ესენია: STEM სკოლა, STEM