უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ივლისი, 2025 12:52
font-size

პრინციპულობის აპოთეოზი, ანუ დაილოცოს `ქართულო ოცნებავ` შენი სამართალი! - ირაკლი მელაშვილი

პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ქვია „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი მელაშვილი.

„ეს კომისია მართლა იმ საქმისთვის რომ იყოს შექმნილი, რაც დასახელებაში უწერია, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ თვითგანწმენდით დაკავდებოდა. მაგრამ..

დღეს ადეიშვილის მარჯვენა ხელი, ამხანაგი მიქანაძე, არც მეტი არც ნაკლები, განათლების მინისტრად დაინიშნა! მთლად განათლების მინისტრად, კაცო! ჰო, ამ ახალგაზრდას შემთხვევით ე.წ. “ციხის ბუნტის“ ჩახშობასთანაც ხომ არ აქვს კავშირი? შემთხვევით ხომ არაფერი იცით ამის შესახებ, კომისია ხომ არ დაინტერესებულა? არა ხომ? კარგია.

ნაცების მმარველობის დროს ევროსტრუქტურებში პირადად ბიძინას, მთელი ოპოზიციის და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის მებრძოლი ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მთავარი მაგინებელი, ევროსტრუქტურებში მიშას ხელისუფლების მთავარი რუპორი, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეთ არა? არ დამიწყოთ ახლა სალომე სამადაშვილის ნათქვამს როგორ იჯერებო. უიმისოდაც კარგად ვიცოდით ევროსტრუტურებში ვინ გვებრძოდა, როცა 2012-ში არჩევნების სამართლიანად ჩატარებითვის და აქ აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის აკლებული გვქონდა ევროპაც და აშშ-ც. ვინც იქ ხელისუფლებას იცავდა და რა მეთოდებით, ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან ზეპირად ვიცოდით, სახელებიც, გვარებიც, და ოპოზიციის ლიდერებზე თუ ჩვენზე მათი დამამცირებელი გამონათქვამებიც კი. ჰოდა, ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, ალბათ ესეც უნდა ჩავყლაპოთ და დავიჯეროთ, რომ ამ ქალბატონის საგარეო საქმეთა მინისტრად დაწინაურება კიდევ ერთი ლურსმანია ჩარჭობილი „ნაციონალური მოძრაობის დასასაფლავებელ კუბოზე, არა?

განვაგრძოთ, აი, წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფთათვის მიშასადმი პირფერობის და მონური დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლო ვინც იყო, მიშას, მადიდებელ ოდებს რომ უძღვნიდა, „პოეტი“ სოსიაშვილი, „ქართული ოცნების" სიით პარლამენტის წევრად აირჩიეთ არა? პარლამენტი იქით იყოს, მოგისწრიათ და ეს „დამსახურებული“ კაცი, 2024 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრადაც კი აგირჩევიათ! ჰო, ამდენი მიშამაც ვერ მოიფიქრა! დიდი ისტორიკოსი ყოფილა, თურმე, იცოდით ამის შესახებ რამე ? მე არა, თუმცა, აბა ჩემისთანა გაუნათლებლების ცოდნა აქ რა მოსატანია.

კიდევ განვაგრძო? მინისტრები, პარლამენტის წევრები, გუბერნატორები, მერები ოცნების მიერ პოლიტიკურ თანამდებებზე დაწინაურებულ სააკაშვილი რეჟიმის მორჩილ მსახურთა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. დღეს თეა წულუკიანის კომისიაში, რომელმაც ვითომ ნაცები უნდა გაასამართლოს, სინამდვილეში კი ოცნების პოლიტიკურ ოპონენტებზე დასარევად არის შექმნილი, ერთი წევრი სააკაშვილისდროინდელი მაღალი რანგის ძალოვანია, შსს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ქობულეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, მეორე "დიპლომატია", რომელიც მიშამ ელჩობით დააჯილდოვა, რადგანაც საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყო და კარგად მოამზადა ის კონსტიტუციური მოდელი, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ სააკაშვილს პრეზიდენტის სავარძლიდან მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გადაჯდომის და ამ გზით შეუზღუდავი ძალაუფლების უვადოთ შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემდა. რას ერჩი, ეკუთვნოდა!

მოკლედ, კიდევ ერთხელ, დაილოცოს „ქართულო ოცნებავ“ შენი სამართალი! თქვენ კი მოგევლებათ ადრე თუ გვიან, მაგრამ იმ სულელებს რა ეშველება (უსინდისოებზე არ მაქვს საუბარი) სერიოზულად რომ კითხულობენ „ აბა ნაცის მობრუნება გინდა, ბიძი?“ - დაწერა ირაკლი მელაშვილმა.

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:52

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაცია „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ხისტი, თუმცა მე მგონია, რომ არის პრაგმატული გადაწყვეტილება - არ შეიძლება ექსტრემიზმს ჰქონდ

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:37

რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს