უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 თებერვალი, 2017 18:00
font-size

პროკურატურა ირაკლი კერესელიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ადვოკატს ირაკლი კერესელიძის დაკავებასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ირაკლი კერესელიძე დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 3 თებერვალს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ იქნა ორ-ეტაპიანი ტენდერი თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. ტენდერში, სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, მონაწილეობას იღებდა თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited“-ი, რომელმაც ვერ გადალახა ტენდერის პირველი ეტაპი და 2016 წლის აგვისტოში მიიღო დისკვალიფიკაცია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ირაკლი კერესელძე კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის წარმომადგენლებს გაეცნო როგორც კვალიფიციური ადვოკატი, რომელსაც ჰქონდა ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და დაპირდა, რომ მათ კომპანიას გაამარჯვებინებდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ტენდერში გამარჯვების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ირაკლი კერესელიძეს ავანსის სახით უნდა მიეღო 80 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

2016 წლის 02 დეკემბერს, ირაკლი კერესელიძემ თურქული სამშენებლო კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის წარმომადგენელს წარუდგინა ტენდერში გამარჯვების დამადასტურებელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელით შედგენილი ყალბი დოკუმენტი და გაწეული იურიდიული მომსახურების ავანსის სახით მოითხოვა და მოტყუებით დაეუფლა თურქული კომპანია „Genc Inshaat Limited“-ის კუთვნილ 60 000 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ტენდერში გამარჯვება მოიპოვა სულ სხვა უცხოურმა კომპანიამ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, ირაკლი კერესელიძე არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად და არ გააჩნია საადვოკატო საქმიანობის უფლებამოსილება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.’’

მოსამართლე ნატო ხუჯაძე გელა ხასაიას: ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს

20 ნოემბერი, 2025 , 15:56

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.  განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გაა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

20 ნოემბერი, 2025 , 15:01

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინ

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2025 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

19 ნოემბერი, 2025 , 17:41

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს. როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ზურაბ ადეიშვილი კი სას

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2025 , 17:10

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ