უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2018 10:50
font-size

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში.

რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულია მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო არასრულწლოვანი მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა.

ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც მისი განცხადება დააკმაყოფილა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა