უკან

სამართალი

26 აპრილი, 2017 18:50
font-size

პროკურატურაში არ ადასტურებენ, რომ დავით სესიაშვილის შესაძლო მონაწილეობით საქმეზე მათ უწყებაში წარმოება მიმდინარეობს

ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, პროკურატურა გამოეხმაურა.

საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე, რომელზეც ოპოზიციური პარტია საუბრობს, მათ წარმოებაში საერთოდ არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წვევრის კოტე იოსელიანის განცხადებით, თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი სესიაშვილის ვაჟი, დავით სესიაშვილი ფიგურირებს, დღემდე გამოუძიებელია.

როგორც იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფნგზე განაცხადა, დანაშულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საექსპერტო კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ვარგისად ცნო და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.

,,მიმდინარე წელს საქართველოს მოქალაქემ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით მიმართა, სპეციალური პროცედურების გავლის შემეგ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მოქალაქის ანაბეჭდის ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდების იდენტურია. ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურის და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი ირაკლი შოთაძის ჩარევით, ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა. საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ,,ქართული ოცნების’’ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილს, დავით სესიაშვილს," - განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მოსამართლე ნატო ხუჯაძე გელა ხასაიას: ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს

20 ნოემბერი, 2025 , 15:56

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.  განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გაა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

20 ნოემბერი, 2025 , 15:01

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინ

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2025 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

19 ნოემბერი, 2025 , 17:41

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს. როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ზურაბ ადეიშვილი კი სას

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2025 , 17:10

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ