უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

პროკურატურასთან ტელეკომპანია “იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მოძრაობამ ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქცია გამართა.

შეკრებილებმა ტელეკომპანია ,,იბერიას“ და „ომეგა ჯგუფს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყებისგან ითხოვენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ყველა აუდიოჩანაწერზე გამოძიება დაიწყოს. მათი მოთხოვნაა ასევე ის, რომ უწყებაში დაიბარონ ყველა ის პირი, ვინც სკანდალურ ჩანაწერებში ფიგურირებენ.

,,ლევან ყიფიანი არეკეტებდა ბიზნესს. პირდაპირ ჩანს იქ უჩა მამაცაშვილის, ჩხარტიშვილის და ასე შემდეგ - სხვა ადამიანების კავშირი. არავინ არაფერს არ ამბობს - ავთენტიურია ეს, არ არის ავთენტური. ვერც ვერაფერს ვერ იძახიან, არც გამოძიება არაფერს არ ამბობს. ადამიანი დაკითხვაზე მიიყვანეს სულ რაღაც 12 წუთით და რეალობაში არც უჩას დაკითხვა მომხდარა, არც ბიძინა ივანიშვილის ყარაულის, რომელიც დაცვის სამსახურის ხელმძღვანელია ამ დროს და რეალობაში არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამთ. რატომ? იმიტომ, რომ რეალობაში ამ ქვეყანაში პროკურორიც და მოსამართლეც არის ერთი ადამიანი და ეს ადამიანია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწიელომ, ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო

პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა

22 ნოემბერი, 2024 , 15:08

ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ