უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
არქივი
პოლიტიკა
პროკურატურის უმოქმედობის გამო ადვოკატ ემზარ პაქსაძის ოჯახს საფრთხე ემუქრება - ზაზა ხატიაშვილი
ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ემზარ პაქსაძის საქმეს ეხმაურება. ხატიაშვილი შეშფოთებულია პროკურატურის უმოქმედობით, რომლის გამო ემზარ პაქსაძის ოჯახის უსაფრთხოება შეიძლება დარტყმის ქვეშ დადგეს.
„მედიანიუსი“ გთავაზობთ ზაზა ხატიაშვილის განცხადებას:
„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაოგნებული ვარ პროკურატურის უმოქმედობით ადვოკატ ემზარ პაქსაძეთან მიმართებაში განხორციელებული ძალადობის გამო. ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ მიმართა მთავარ პროკურატურას და წარუდგინა მტიკიცებულებები გარკვეული პირების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან მიმართებაში და რამდენიმე მოქალაქე მტკიცეულებათა ფალსიფიკაციაში ამხილა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით ერთი და იგივე პირების გამოყენებაში, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად მიმართავენ სამართალდამცავი ორგანოები ე.წ. „შეკერილი“ ბრალის დამტკიცების მიზნით.
სამართლებრივ სახელმწიფოში ნებისმიერი პროკურატურა უმოკლეს ვადაში ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებდა აგენტ -პროვოკატორების გამოვლენისა და დასჯის მიზნით. მაგრამ, პროკურატურის სავარაუდო დანაშაულებრივი უმოქმედობით, გათავხედებულმა ერთ-ერთმა სავარაუდო დამნაშავემ, კერძოდ, მურად (მამუკა) ცინცაძემ, ადვოკატ ემზარ პაქსაძის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც დაკავშირებულია ემზარ პაქსაძის საადვოკატო უფლებამოსილებასთან და წარმოადგნეს ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლას.
ადვოკატ ემზარ პაქსაძის ოჯახს უსაფრთხოება შეიძლება დარტყმის ქვეშ დადგეს, რაზედაც ვალდებულია იზრუნოს სახელმწიფომ. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მურად (მამუკა) ცინცაძის მიმართ, ადვოკატ ემზარ პაქსაძის საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. მოვითხოვ, სახელმწიფომ უზრუნველყოს ადვოკატ ემზარ პაქსაძის ოჯახის უსაფრთხოება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანა მებურიშვილი