უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 მაისი, 2018 17:55
font-size

პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა - შენ რომ სისულელე დაწერე, ამიტომ ატყდა ეს ამბავიო - მაია ნიკოლეიშვილი

დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, ამბობს, რომ პროკურორები გაღიზიანებული არიან დასკვნის შინაარსით და ამიტომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრით იმუქრებიან.

ამასთან, ექსპერტი დასკვნის შინაარსზე, გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე კვლავ არ საუბრობს.

„როცა მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი. პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა - შენ რომ სისულელე დაწერე, ამიტომ ატყდა ეს ამბავიო. დისკზე ჩაწერილია, ორივე პროკურორი რომ ამბობს, დიახ, ექსპერტზე საქმეს აღვძრავთო. ეს პირდაპირი მუქარაა. ჩემზე ზეწოლას ახდენს ასევე ერთ-ერთი დაზარალებულის ოჯახიც, თუმცა, ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ჭირისუფლის მესმის. თუმცა გეტყვით, რომ ამის შემდეგ, პროკურორმა, ქალბატონმა ინამ ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემად გაიწია.

პროკურატურის წარმომადგენლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი, იმას რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა სავალდებულო არ არის. პროკურორი ცდილობს დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა“, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაია ნიკოლეიშვილმა.

როგროც ექსპერტი ამბობს, პროკურორების მუქარაზე ის რეაგირებას არ აპირებს.

"არანაირ რეაგირებას არ ვაპირებ. მინდა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ასეთ ურთულეს საქმეზე ამდენი შეკითხვა არც ერთ დასკვნაზე არ გაჩენილა. დაზიანება დასკვნაში რატომ არ ჩანდა, ამ შეკითხვის დასმის ნაცვლად, პროკურორი, ერთიც და მეორეც, ფაქტობრივად შეტევაზე გადმოდის. მე ამას არ ველოდი, პროკურორებისგან ასეთი რამ ამდენი წლის მანძილზე პირველად ვნახე. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი პროკურორების მხრიდან პროვოცირებული იყო“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ამასთან, სასამართლო დარბაზში ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას - ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოკლული მოზარდის დედამ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. დაპირისპირების გამო სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა.

დაპირისპირება დარბაზს გარეთაც გაგრძელდა.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა