მსოფლიო
პუტინის გუშინდელი განცხადება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ასე რომ მზად ვარ - პენტაგონის პრესმდივანი
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ მოსკოვს აქვს იარაღი, რომლის წინაშე აშშ უძლურია. პენტაგონის პრესმდივნის დეინა უაიტის განცხადებით, რუსეთის პირველი პირის განცხადება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ისინი მზად არიან საფრთხისთვის.
„არ ვართ გაკვირვებულები. და ასე რომ, ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა უაიტმა პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ აშშ დიდი ხანია აკვირდება რუსეთს და ეს გათვალისწინებულია ქვეყნის ბირთვული შეიარაღების პოლიტიკაში. უაიტმა დაამატა, რომ გუშინდელი განცხადების გამო ვაშინგტონი არ შეიტანს ცვლილებებს თავის ბირთვულ სტრატეგიაში.
პენტაგონის პრესმდივანმა უარყო პუტინის განცხადება, რომ აშშ-ისა და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა რუსეთს საფრთხეს უქმნის და მის საზღვრებს უახლოვდება. თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბირთვული შეკავების ქონა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

